მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

პრეზენტაცია

Saturday, April 5, 2014

მეცხრე დღე - რეფლექსია
         დღეს ჩვენი პორტფოლიოები ავტვირთეთ ბლოგზე. მოვისმინე კოლეგების პროექტების პრეზენტაციები. ყველა საინტერესო იყო.    ტრენინგის დროს  გაჩნდა სხვა პროექტების იდეებიც. თავდაპირველად რომ მოვედი ,ზოგი რამ  რთულად მეჩვენებოდა, მაგრამ     ქალბატონ თამარის  დახმარებით  ბევრი რამ დავძლიე. 

მადლობა ქალბატონ თამარს ჩვენს მიმართ გაწეული შრომისთვის. 

Sunday, March 30, 2014

მერვე დღის რეფლექსია

      დღეს პროექტის  განხორციელების თანმიმდევრობაზე ვიმუშავეთ .თითოეულ აქტივობას შევურჩიეთ შესაბამისი მეთოდი .საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა. შემდეგ  ქალბატონმა თამარმა გვაჩვენა ნინო ლაბარტყავას პრეზენტაცია ,,ინდივიდუალური განსხვავება სწავლის დროს". საინტერესო იყო. კიდევ ერთხელ დავწმუნდი, თუ რა ძალისხმევა სჭირდება მასწავლებელს  გაკვეთილზე, რომ წარმატებას მიაღწიოს ბავშვებთან ურთიერთობაში. 

Saturday, March 22, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია
          დღეს პრეზენტაციებზე ვისაუბრეთ. აქამდეც მიმუშავია  საპრეზენტაციო პროგრამაში,  მაგრამ დღევანდელი დღის შემდეგ ვიწავლე როდისაა უფრო ეფექტური პრეზენტაცია. გავითვალისწინო არა მარტო შინაარსობრივი, არამედ ტექნიკური მხარეები, თანაც თემასთან შეფარდებით. ჩვენი პრეზენტაციები ავტვირთვეთ ბლოგზე. საინტერესო იყო, თუმცა ძალიან დიდ შრომას, ენერგიას, ნებისყოფას და ცოდნას მოითხოვს. დიდ გამძლეობას ვუსურვებ  ჩემს კოლეგებს.

Sunday, March 16, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია
            რთული დღე იყო. განვიხილეთ  დროში გაწელილი შეფასების სქემა და ჩვენი პროექტების მიხედვით შევავსეთ შეფასების ცხრილები. საკმაოდ დიდი დრო  დაგვჭირდა. არც ისე ადვილია შეფასებების კეთება. შემდეგ  დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციაზე. მიუხედავად იმისა ,  რომ დიდი ხანი მიდის ტრენინგი . არ ვიღლები და მომწონს იმის კეთება , რასაც მასწავლიან .  

Saturday, March 15, 2014

მეხუთე დღე რეფლექსია

  დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. ვისწავლეთ როგორ მოვიწვიო კოლეგები ან სხვა ადამიანები ჩემი პროექტის გასაზიარებლად. როგორ ავტვირთო სურათები ან ვიდეოები ბლოგზე. ვფიქრობ ბევრ საინტერესო მასალას მოვიძევ ჩემი მოსწავლეებისთვის და უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები ,რამდენად საინტერესო და აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. შევეხეთ საავტორო უფლებებს. ვფიქრობ ამის ცოდნაც  აუცილებელია .რამდენად შემიძლია გამოვიყენო სხვისი ნამუშევრები.

Baling Barley Straw 2012

Bale Baron.wmv