დღეს პროექტის განხორციელების თანმიმდევრობაზე ვიმუშავეთ .თითოეულ აქტივობას შევურჩიეთ შესაბამისი მეთოდი .საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა. შემდეგ ქალბატონმა თამარმა გვაჩვენა ნინო ლაბარტყავას პრეზენტაცია ,,ინდივიდუალური განსხვავება სწავლის დროს". საინტერესო იყო. კიდევ ერთხელ დავწმუნდი, თუ რა ძალისხმევა სჭირდება მასწავლებელს გაკვეთილზე, რომ წარმატებას მიაღწიოს ბავშვებთან ურთიერთობაში.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
პრეზენტაცია
Saturday, March 22, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს პრეზენტაციებზე ვისაუბრეთ. აქამდეც მიმუშავია საპრეზენტაციო პროგრამაში, მაგრამ დღევანდელი დღის შემდეგ ვიწავლე როდისაა უფრო ეფექტური პრეზენტაცია. გავითვალისწინო არა მარტო შინაარსობრივი, არამედ ტექნიკური მხარეები, თანაც თემასთან შეფარდებით. ჩვენი პრეზენტაციები ავტვირთვეთ ბლოგზე. საინტერესო იყო, თუმცა ძალიან დიდ შრომას, ენერგიას, ნებისყოფას და ცოდნას მოითხოვს. დიდ გამძლეობას ვუსურვებ ჩემს კოლეგებს.
Sunday, March 16, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
რთული დღე იყო. განვიხილეთ დროში გაწელილი შეფასების სქემა და ჩვენი პროექტების მიხედვით შევავსეთ შეფასების ცხრილები. საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა. არც ისე ადვილია შეფასებების კეთება. შემდეგ დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციაზე. მიუხედავად იმისა , რომ დიდი ხანი მიდის ტრენინგი . არ ვიღლები და მომწონს იმის კეთება , რასაც მასწავლიან .
Saturday, March 15, 2014
მეხუთე დღე რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. ვისწავლეთ როგორ მოვიწვიო კოლეგები ან სხვა ადამიანები ჩემი პროექტის გასაზიარებლად. როგორ ავტვირთო სურათები ან ვიდეოები ბლოგზე. ვფიქრობ ბევრ საინტერესო მასალას მოვიძევ ჩემი მოსწავლეებისთვის და უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები ,რამდენად საინტერესო და აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. შევეხეთ საავტორო უფლებებს. ვფიქრობ ამის ცოდნაც აუცილებელია .რამდენად შემიძლია გამოვიყენო სხვისი ნამუშევრები.
Sunday, March 9, 2014
რეფლექსია მეოთხე დღე
ვისაუბრეთ შეფასებების მეთოდებზე და შეფასებების რუბრიკებზე. როდის და როგორ გამოვიყენოთ ეს ცხრილები. პრეზენტაციაზე - როგორი უნდა იყოს პრეზენტაცია და კარგი პრეზენტატორი. ვიმუშავეთ საკუთარ პროექტებზე. მოვამზადეთ საპრეზენტაციოდ და ჩვენი ოთხი დღის ნამუშევარი ავტვირთეთ ბლოგზე . კარგი იყო .

Saturday, March 8, 2014
რეფლექსია მესამე დღე
ბუკლეტების შევსება დავამთავრთ. კმაყოფილი ვარ ჩემი ბუკლეტით. თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა. ბევრი ვისაუბრეთ 21-საუკუნის უნარ_ჩვევებზე .ბლუმის ტაქსონომიაზე ,დავიწყეთ საკუთარ პროექტების მიხედვით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე საუბარი . არც ისე ადვილი აღმოჩნდა ზოგადი კითხვების დასმა. როდესაც პრაქტიკულად გაკეთებულ პროექტებს შევეხეთ . შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგა. სტანდარტების მიხედვით ჩამოვწერეთ ჩვენი პროექტის ამოცანები და შედეგები.

Sunday, March 2, 2014
მეორე დღე რეფლექსია
პირველი მოდული დამთავრდა. მეორე დღეც საინტერესო იყო. პირველ რიგში იმ პროექტების თემები წარმოვადგინეთ ,რომელზეც მოგვიწევს მუშაობა.ჯერჯერობით ჩემი პროექტის სახელწოდებაა ,,რას გვიამბობენ პურის ნატეხები?. აღმოჩნდა რომ საინტერესო იქნება. ვნახოთ როგორ მოახერხებენ ჩემი მოსწავლეები. ქალბატონ თამართან ერთად რამდენიმე საინტერესო აქტივობაც დავგეგმე. დანარჩენი მუშაობაში გამოჩნდება. შემდეგ ბუკლეტების გაკეთება ვისწავლე, რომელიც იმდენად მომეწონა სხვა დროსაც და რეალურ ცხოვრებაშიც გამოვიყენებ. კითხვები ბევრი მაქვს . ჯერჯერობით ზოგიერთ რამეს დამოუკიდებლად ვერ ვაკეთებ. დაველოდები შემდეგ მოდულს.
პირველი დღე რეფლექსია
საინტერესო
ტრენინგი იყო. ვიფიქრე ,ზუსტად იქ მოვხვდი რაც მჭირდება რომ მომავალში გამოვიყენო ჩემს საქმიანობაში. პირველი - ვისწავლე
ბლოგის შექმნა,რომელიც ყოველთვის რთულად მეჩვენებოდა. მეორე- გავეცანი ინტელის მიერ
შემოთავაზებულ სხვადასხავა პროექტებს.გავიგე ელექტრონული პორტფოლიოს შექმნის პირობები.
მაინტერესებს ბევრი რამ ეს ხომ პირველი დღეა.
Subscribe to:
Posts (Atom)